среда, 30 сентября 2009 г.
ტყე შეუნახე შვილებსა
გაკვეთილის მთავარი თემა
,, ტყე შეუნახე შვილებსა"
რა იციან ტყის შესახებ? რა როლი, მნიშვნელობა და ფუნქციები აკისრია მას? ტყესთან დაკავშირებული რომელი პრომლემებია ყველაზე აქტუალური?
სწავლების საფახური
VII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
28 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა მოტივაციას, პრეზენტაციით ეცნობიან აქტუალურ თემებს. თემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე , მოსწავლეები ჯგუფდებიან და ახდენენ საჭირო ფოტო და ტექსტური ინფორმაციების მოძიებას. თითოეული ჯგუფი შექმნის პრეზენტაციას კონკრეტულ თემაზე და მოემზადებიან მომდევნო გაკვეთილზე მის წარსადგენად . მომდევნო გაკვეთილი დაეთმობა მოსწავლეთა ჯგუფურ პრეზენტაციებს და შეფასებას, რომელსაც მასწავლებელი მოახდენს გაკვეთილის მეორე ნახევარში გონებრივი იერიშის საფუზველზე.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას ტყის მნიშვნელობაზე და ფუნქციებზე.
გამოიყენებენ და განივითარებენ ჯგუფური მუშაობის , ინტერნეტში მასალის მოძიების,შენახვის, დახარისხების , პრეზენტაციების შექმნის და მათი წარდგენის უნარებს
ისტ.გეო.VII 4.
ისტ.გეოVII 5.
ისტ.გეოVII 6.
წინასწარი ცოდნა
იმის გათვალისწინებით რომ მოსწავლეები დაწყებით კლასებში ტყესთან დაკავშირებულ საკითხებს უხვად ეცნობიან ლექსებში, მოთხრობებში თუ ბუნების გაკვეთილებზე, მათ წინასწარი ცოდნა აქვთ. ასევე ფლობენ ინთერნეტში და კომპიუტერში მუშაობის უნარებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა შეფასება მოხდება ჯგუფური მეთოდით,
წარდგენილი მასალა იყო თუ არა სრულყოფილი, რამდენად აქტიურობდნენ გონებრივი იერიშის დროს და რამდენად შეძლეს წარდგენილი ინფორმაციების შესწავლა და დამახსოვრება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ინტერნეტის ქსელში ჩართული 14 კომპიუტერი,პროექტორი. სახელმძღვანელო.
კომპიუტერული პროგრამები ( MS Word, PowerPointi)
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევას მასწავლებელი ახდენს მათი პროვოცირებით, საინტერესო პრეზენტაციით, დასმული შეკითხვებით, ხალხური სიმღრა “ტყე შეუნახე შვილებსა” შექმნის ესთეტიკურ ფონს, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას და სამუშაო გარემოს შექმნას თემაზე ფოკუსირებას.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий